logo_geo
eng_logo
ბელგიისა და შვედეთის ლიდერები აცხადებენ, რომ ბრიუსელში ტერაქტის გამო, საზღვრის უსაფრთხოებასა და რეპატრიაციას გააძლიერებენ
- +

19 ოქტომბერი. 2023. 01:32

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მუდმივ სირთულეებს მიგრაციის მართვის საკითხებში.

 

 

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, რომ ევროპის ღია საზღვრის შენგენის ზონა ვერ გადარჩება, თუ ევროკავშირის გარე საზღვრები უკეთესად არ იქნება დაცული არასასურველი იმიგრაციისგან.

 

 

თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი საერთო საზღვრების დაცვას, ჩვენ ვერ შევძლებთ თავისუფალ მოძრაობას ევროპის შიგნით”, – აღნიშნა კრისტენსონმა.

 

 

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ განაცხადა, რომ ევროკავშირს ასევე სჭირდება არაავტორიზებული ემიგრანტების დაბრუნების უფრო ეფექტური სისტემა.

 

 

ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და ამის გაკეთება მხოლოდ კოორდინირებული გზით შეგვიძლია”, – აღნიშნა დე კროომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner