logo_geo
eng_logo
აშშ „ჰამასთან“ დაკავშირებულ ათ პირს სანქციებს უწესებს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 01:43

აშშ „ჰამასის“ ათი ძირითადი წევრის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს.

 

 

„ეს პირები მხარს უჭერდნენ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც საშუალებას აძლევდა „ჰამასს“, განეხორციელებინა თავისი სასტიკი ტერორიზმი, როგორიცაა თავდასხმა ისრაელზე“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

სახაზინო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ სანქციები მიმართულია არა პალესტინელებისკენ, არამედ „ჰამასის“ ტერორისტებისკენ.

 

 

დღევანდელი ქმედებები მიმართულია „ჰამასის“ ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერი ქსელისკენ და არა პალესტინელებისკენ“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner