logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როდესაც ჩვენ ბოლო 26 მაისი აღვნიშნეთ ელეთმელეთი დაემართათ ქართული დროშების დანახვაზე
- +

19 ოქტომბერი. 2023. 00:23

"როდესაც ჩვენ ბოლო 26 მაისი აღვნიშნეთ ელეთმელეთი დაემართათ ქართული დროშების დანახვაზე. მთავარი საკითხი, რაც მაშინ რადიკალურ ოპოზიციას აინტერესებდა, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს რატომ არ იყო გამოფენილი ევროკავშირის დროშები იმ რაოდენობით, რაც მათ სურდათ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა შესწირონ საქართველო ევროკავშირის იდეას.

 

 

„ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა, ნულმა თქვა, რომ ეს იყო დარღვევა, არადა ყველამ ძალიან კარგად იცის რამდენად მძიმე და უხეში დარღვევა იყო ეს კონსტიტუციის. ამდენად უდიერი დამოკიდებულება აქვს საკუთარი კონსტიტუციის მიმართ. გაფეტიშება სხვისი და აბსოლუტური უარყოფა საკუთრის. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, როდესაც ჩვენ ბოლო 26 მაისი აღვნიშნეთ ელეთმელეთი დაემართათ ქართული დროშების დანახვაზე. მთავარი საკითხი, რაც მაშინ რადიკალურ ოპოზიციას აინტერესებდა, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს რატომ არ იყო გამოფენილი ევროკავშირის დროშები იმ რაოდენობით, რაც მათ სურდათ. საკუთარ დროშას არ უყურებდნენ და ეძებდნენ ევროკავშირის დროშას. ეს არის მათი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, მათ უნდათ, ევროკავშირი და მზად არიან შესწირონ საქართველო ევროკავშირის იდეას. ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ საქართველო, ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი წესრიგით და ჩვენი ღირებულებებით, რაც არის კონსტიტუციაში და მისი პატივისცემით დავიმსახურებთ ევროკაშირის წევრობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner