აშშ-ის ფლორიდას შტატის ქალაქ სენტ-პეტერსბერგში ავტომობილში დასატენად დატოვებული Galaxy Note 7 აფეთდა, რის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
„ABS"-ის ინფორმაცით, მომხმარებელმა მობილური ავტომობილში დატოვა, დამუხტვის პროცესში ტელეფონის ელემენტი აფეთდა და ავტომობილი დაიწვა.
ადგილზე მისულმა სახანძროს მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა Grand Cherokee-ის მარკის ავტომობილი სრულად დაიწვა.
შტატის სახანძრო სამსახური და კომპანია „სამსუნგი" აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას ატარებენ.
Galaxy Note 7-ის სწორედ აღნიშნული პრობლემის, ელემენტების აფეთქების საშიშროების გამო, კომპანია „სამსუნგმა" ყველა გაყიდული მოდელი უკან გაიწვია და პრობლემის აღმოფხვრამდე მისი რეალიზება შეაჩერა.