„როგორც მოსალოდნელი იყო სამართლებრივ ნაწილში აბსოლუტურად არ არსებობდა არგუმენტი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„როდესაც პრეზიდენტს უსვამენ კითხვას - თუ რა მესიჯით ჩავიდა იგი ევროპულ დედაქალებში პასუხი არ არის ვინაიდან გამგზავრებამდე დააფიქსირა პოზიცია, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება არამარტო ხელისუფლების პოზიციას, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.