logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ევროპულ დედაქალებში გამგზავრებამდე პრეზიდენტმა დააფიქსირა პოზიცია, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება არამარტო ხელისუფლების პოზიციას, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 10:02

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო სამართლებრივ ნაწილში აბსოლუტურად არ არსებობდა არგუმენტი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როდესაც პრეზიდენტს უსვამენ კითხვას - თუ რა მესიჯით ჩავიდა იგი ევროპულ დედაქალებში პასუხი არ არის ვინაიდან გამგზავრებამდე დააფიქსირა პოზიცია, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება არამარტო ხელისუფლების პოზიციას, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner