„პრეზიდენტის სიტყვა იყო აბსოლუტურად არგუმენტებისა და შინაარსისგან დაცლილი, რომელსაც ძნელად თუ დავარქმევთ სახელმწიფო მეთაურის სიტყვას და საუბარს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„დღეის შემდგომ ქვეყანას ფორმალური პრეზიდენტი ეყოლება, რადგანაც კონსტიტუციის უხეშად დამრღვევი პრეზიდენტი არ არის ღირსი, რომ ასეთი მაღალი სტატუსი გააჩნდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.