logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტის სიტყვა არგუმენტებისა და შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი იყო
- +

19 ოქტომბერი. 2023. 10:05

 

 

პრეზიდენტის სიტყვა იყო აბსოლუტურად არგუმენტებისა და შინაარსისგან დაცლილი, რომელსაც ძნელად თუ დავარქმევთ სახელმწიფო მეთაურის სიტყვას და საუბარს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

დღეის შემდგომ ქვეყანას ფორმალური პრეზიდენტი ეყოლება, რადგანაც კონსტიტუციის უხეშად დამრღვევი პრეზიდენტი არ არის ღირსი, რომ ასეთი მაღალი სტატუსი გააჩნდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner