logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კონსტიტუციის ინტენსიური დარღვევა საგანგებო ყურადღებას იმსახურებს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 10:35

 

 

რასაკვირველია, კონსტიტუციის ინტენსიური დარღვევა, მითუმეტეს იმ მიზნით, რაზედაც არაერთმა ჩვენმა გამომსვლელმა ისაუბრა, რომ საქართველოს პრობლემები შეექმნას, რომ დესტაბილიზაციის საფუძველი იყოს გამყარებული ამ კონკრეტული მოქმედებებით, არის საკითხი, რომელიც საგანგებო ყურადღებას იმსახურებს“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

არ არსებობს პრაქტიკა განვითარებულ დემოკრატიებში ასეთი საქციელისა პრეზიდენტის მხრიდან, ზოგადად სახელმწიფო კონსტიტუციური სტრუქტურების მხრიდან, სამწუხაროა რომ ეს კვლავ საქართველოში ხდება, მაშინ როდესაც ჩვენთვის აბსოლუტურად არაორაზროვნად, საგანგებო მნიშვნელობა აქვს ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner