პრეზიდენტის მიერ ‘’შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ’’ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.
გივი მიქანაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადებით, „მთელ საზოგადოებას ღიად განუცხადა, რომ საზოგადოების უსაფრთხოება მისთვის არაფერს წარმოადგენს და არაფერს ნიშნავს”.
„პრეზიდენტმა ვეტოს დადებით ‘’შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ’’ კანონზე, პირველ რიგში, მთელ საზოგადოებას ღიად განუცხადა, რომ საზოგადოების უსაფრთხოება მისთვის არაფერს წარმოადგენს და არაფერს ნიშნავს. რეალურად, ჩვენ ველოდებოდით ამ ვეტოს, გამომდინარე იქიდან, რომ განხილვის დროს, ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს წამოსცდათ კიდეც, რომ პრეზიდენტი ვეტოს დადებას აპირებდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმაზე, რომ ამაზე მათ შორის კონსულტაცია და კომუნიაკაცია წინასწარი უკვე შემდგრი იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეზიდენტი მთლიანად არის გადასული ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ნარატივზე. ჩვენთვის ეს ადამიანი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და მისი მხრიდან ვეტოს დადება აბსოლუტურად მოულოდნელობას არ წარმოადგენს.’’ - განაცხადა გივი მიქანაძემ.