შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი უნებართვო ვიზიტებს განაგრძობს, ამით საბოლოოდ დადასტურდება, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციისა და სამართლებრივი წესრიგის მიღმა დგას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„უარი თქვა პასუხზე - რას აპირებს დღეის იქით. აპირებს თუ არა კვლავ გააგრძელოს კონსტიტუციის დარღვევა, შესაბამისად, გააგრძელოს ძალაუფლების უზურპირება თუ აპირებს აღიაროს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას. აი ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი გააგრძელებს ვიზიტების განხორციელებას მთავრობის თანხმობის გარეშე, ამით საკუთარ თავს საბოლოოდ დააყენებს კანონისა და კონსტიტუციის მიღმა, შესაბამისად, იმ სამართლებრივი წესრიგის მიღმა, რომელიც ამ ქვეყანაში არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.