logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: არ არსებობს არანაირი რეალური არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას გააბათილებს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 11:35

 

 

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები და არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მეორეს მხრივ, დავინახეთ, რომ არ არსებობს არანაირი რეალური არგუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ დარღვევის გასაბათილებლად“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner