logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროს რეფორმირებას გეგმავს
- +

9 სექტემბერი. 2016. 14:05



„ქართული ოცნება" თავდაცვის სამინისტროში რეფორმების გატარებას გეგმავს.

ერთ-ერთი რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის კომპეტენციების გამიჯვნა. ასევე, დაგეგმილია უფლებამოვალეობებისა და ფუნქციების გამიჯვნა უშუალოდ თავდაცვის უწყების შიგნით. მმართველი გუნდი აპირებს სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაციასაც.



საბოლოოდ გაიმიჯნება კომპეტენციები გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის. განხორციელდება თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის მართვის, კონტროლისა და უწყებრივი კონსულტაციების სისტემის შემდგომი ინტეგრაცია, დახვეწა და ოპტიმიზაცია; განხორციელდება არსებული რესურსების მართვის წესებისა და პროცედურების ინსტიტუციონალიზაცია თავდაცვის რესურსების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპებით გამოყენების უზრუნველსაყოფად; გაუმჯობესდება შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილურობა: უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება; შეჯერდება რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფცია; განხორციელდება კვალიფიციური პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის ფულადი კომპენსაციებით უზრუნველყოფის გზების იდენტიფიცირება, მათ შორის პენსიების სისტემასთან დაკავშირებით არსებული წინადადებების შეჯერება; NATO- სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, შემცირდება პერსონალური ხარჯების წილი თავდაცვის ბიუჯეტში და განხორციელდება, ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაცია. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს შიგნით მკვეთრად გაიმიჯნება უფლებამოვალეობები და ფუნქციები; უზრუნველყოფილი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და ლოჯისტიკის სისტემის გამართვა. დაიწყება ერთიანი მატერიალურ-ტექნიკური და სამშენებლო ნორმების დანერგვის პროცესი; განვითარდება შეიარაღებული ძალების კიბერშესაძლებლობები და გაიზრდება კიბერუსაფრთხოების ხარისხი; გაიზრდება სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობები, რისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის საერთო ეროვნული რესურსებისა და შესაძლებლობების სწორი განაწილება; შეიარაღებულ ძალებში განვითარდება სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლებლობები; გაგრძელდება სამხედრო პოლიციის რეფორმირება", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner