logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი რუმინეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 11:57

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და წევრებს: ალფრედ მიჰაის და კრისტიან ბორდეის შეხვდა.

 

შეხვედრისას  საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის დინამიკა და აქტუალური საკითხები განიხილეს. ასევე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის პერსპექტივები და გამოწვევები.

 

მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

 

მხარეებმა საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს, კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონის განვითარების კუთხით, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან დაკავშირებადობის მნიშვნელობას გაზრდის და ხელს შეუწყობს ქვეყნის სექტორულ ინტეგრაციას.

 

რუმინეთის მრავალპარტიულმა დელეგაციამ  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ქმედითი პარტნიორობისთვის მზაობა გამოხატა.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები არჩილ თალაკვაძე და თეონა აქუბარდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner