logo_geo
eng_logo
ჩუღურეთში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 12:49

 

 

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჩუბინაშვილის N5/ჩიქობავას N42-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების პროცესი მიმდინარეობს.

 

სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

 

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

 

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 475 000 ლარია.

 

სახლების გამაგრების პროექტი რაიონში 6 მისამართზე დასრულდა და 7-ზე მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner