ხათუნა ხოფერიას შვილი რეზო ხოფერია რესპუბლიკური პარტიის ინიციატივას - საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზა განთავსდეს, ეხმაურება.
„ამერიკული სამხედრო ბაზა საქართველოში!
უკრაინის მოვლენები არ დაწყებულა ასეთი განცხადებებით. ყოჩაღ, „რესპუბლიკელები", შუბლით ასკდებიან, ოღონდ ძალაუფლება არ დათმონ! ისე, ამერიკული ჯარი როდესაც გიდგას ზურგს უკან, ყველაფერზე შეგიძლია წახვიდე... კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ქართული „მაიდნის" ლიდერები იქნებიან „რესპუბლიკელები" და არა ნაცები!!!
მივესალმები ამერიკელებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას და მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა მხოლოდ დასავლეთშია, მაგრამ ჩემთვის სამხედრო ბაზები არ არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტი! ერთადერთი რეალური გარანტია საქართველოს უსაფრთხოების არის ამერიკული ბ ი ზ ნ ე ს ი ს და არა ბაზების არსებობა! ერთადერთი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები კბილებით იცავენ, არის მათი ბიზნეს ინტერესები და არა სამხედრო ბაზები, რადგან ამერიკა იმართება კორპორაციებით!!! ვერ გავიხსენებ ვერცერთი ამერიკული ბიზნესის არსებობას საქართველოში, სამაგიეროდ რუსებმა მიიტაცეს ყველაფერი!" - წერს რეზო ხოფერია.