„დიდი კონკურენციაა "ნაცმოძრაობაში", ახლა კი ვითომ ეფერებიან, მაგრამ იქ ჯერ ბელადი არის მავზოლეუმში, იქ კვიპროსშია კეზერაშვილი, აქ მელიაა, ახლა გვარამიას აქვს ამბიციები და მაინცდამაინც ნუ ეგონება, რომ "ნაცმოძრაობა" აღიარებს მას პრეზიდენტად და ისე არ დარჩეს, რომ არც აქანა დამაყენონ, არც იქანე მიმიღონ, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ოპოზიციის ლოგიკას თუ მივყვებით, სალომე ზურაბიშვილი მათ მიაჩნდათ რუსეთის რეზიდენტად და ახლა ეტყობა გახდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტი და მისაღებია რადიკალური ოპოზიციისთვის. ყველა შემთხვევაში მისი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში ზუსტად ამის დასტური იყო, რომ მათ ჰყავთ ერთიანი პატრონი - სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას. ის აღარ არის აღარც თავისი ამომრჩევლის, აღარც უმრავლესობის პრეზიდენტი და დარჩა "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი“.
საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ის ადამიანი გვარამიას სახით, პატარა კაცი და ანტიქართულით რომ გამოირჩევა, რომელიც მას ისეთ სიტყვას ეძახდა რეზიდენტთან ერთად, რომელსაც ახლა მე ვეღარ გავიმეორებ. აქედან გამომდინარეობს ზუსტად მისი ორგმაგი სტანდარტი, როდესაც ახლა მე გავხდი პატარა კაცი და ჩემი კოლეგები და გვარამია, რომელიც მას უზრდელური სიტყვით მოიხსენიებდა, ის შეიწყალა. ეს არის რეალობა, როდესაც ერთ სუფრაზე დასხდნენ რეზიდენტი პრეზიდენტი და "ნაცმოძრაობა".