logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გუშინდლიდან სალომე ზურაბიშვილი რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, როგორც სამადაშვილს, ხაბეიშვილს არ შეუძლიათ არაფრის დაშავება ქვეყნისთვის, ასევე ვერ დაუშავებს ზურაბიშვილი
- +

19 ოქტომბერი. 2023. 14:15

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი არ აფინანსებდა ვიზიტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან იცოდა, რომ მას არ ჰქონდა ვიზიტების განხორციელების ნებართვა.

 

მისივე თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად რჩება.

 

რატომ არ აფინანსებდა ბიუჯეტიდან მის არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის, შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოიწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია, ამიტომ ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტებისთვის.

 

გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი. გუშინდელი დღიდან ის რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ამ ქვეყანას ვერაფერს დაუშავებს, როგორც სამადაშვილს და ხაბეიშვილს არ შეუძლიათ არაფრის დაშავება ამ ქვეყნისთვის, ასევე ვერ დაუშავებს სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner