logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 11 წელია „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, მოვახერხეთ სიმშვიდის შენარჩუნება ამ ქვეყანაში და ამაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 14:54

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენას და მის საქმიანობას გამოეხმაურა.

 

ყველაფერი ჩანს შედეგებიდან. 11 წელია „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და ჩვენ მოვახერხეთ უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება. გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ სიმშვიდის შენარჩუნება ამ ქვეყანაში და ამაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. შედეგებიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, თუ რამდენად წარმატებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner