logo_geo
eng_logo
გარუნ აკოპოვი - 100
- +

19 ოქტომბერი. 2023. 15:13

 

 

გაზეთ „ლელოს“ მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე ცნობილი ჟურნალისტის გარუნ აკოპოვის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს, 19 ოქტომბერს, XX საუკუნის მეორე ნახევრის 1950-იანი წლებიდან ქართული სპორტის პროპაგანდისტისა და მემატიანის, ცნობილი ვეტერანი ჟურნალისტის გარუნ აკოპოვის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.

 

გარუნ აკოპოვი 40 წლის განმავლობაში იყო საკავშირო პრესაში ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის უცვლელი მიმომხილველი, კალათბურთში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, მრავალი კონკურსის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, როგორც თავად მიიჩნევდა - სპორტის ჟურნალისტიკაში „ლელოს“ შვილობილი. მისი თაოსნობით დაფუძნდა 1958 წელს საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა ფედერაცია და გახდა ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე.

 

ათწლეულების განმავლობაში გ. აკოპოვმა შექმნა ქართული სპორტის პირადი მდიდარი არქივი (ფოტოები, სპორტული გამცემები, პროგრამები და სხვადასხვა დოკუმენტები), რომელიც 2014 წელს საჩუქრად გადასცა  „ლელოს“ რედაქციას, კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციებს.

 

გარუნ აკოპოვის მდიდარი მემკვიდრეობა სამაგალითოდ გადაეცემა საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა თაობებს...“ - წერს თენგიზ გაჩეჩილაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner