logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტსა და „ნაცმოძრაობას“ დღეს საერთო პოლიტიკური პლატფორმა და საერთო მიზნები გააჩნიათ
- +

19 ოქტომბერი. 2023. 15:37

 

 

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნავში მჯდომი და მათი მესიჯების თანაზიარი პრეზიდენტი თუ როგორ შეიძლება გარდაიქცეს მთელი ქვეყნის პრეზიდენტიდან კონკრეტული პოლიტიკური რადიკალური ჯგუფის პრეზიდენტად“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

„მეხსიერება არავის გვღალატობს, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის ეპითეტებიც, კონკრეტული შეხედულებაც, განსაკუთრებით არჩევნების დროს ოპოზიციის მხრიდან რომ ისმოდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. დღეს ყველაფერი არის დავიწყებული, რადგანაც ამ ორივე სუბიექტს – ფორმალურ პრეზიდენტსაც და რადიკალურ ოპოზიციასაც გააჩნია ერთი საერთო წიაღსვლა, ერთი პოლიტიკური პლატფორმა და ერთი მიზნები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner