logo_geo
eng_logo
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 9 თვეში რეკორდული რაოდენობის - 1.216.372 მგზავრს მოემსახურა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 15:52

 

 

იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  92 % - ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით,მ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 1.216.372  მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის იანვარ სექტემბერი 633.834 - მგზავრი).

 

მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 3 615  რეისი შესრულდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი რეისების რაოდენობა 43% გაიზარდა. (2022 წლის 9 თვე - 2 535 რეისი).

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა თვის ჭრილშიც. სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 163.998 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66 %-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით, 15 %-ით მეტია.

 

2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია „WIZZ AIR“-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „FlyArystan“-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.

 

2023 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „Wizz AIr“-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner