logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ეს შეკვეთაა, რომ საქართველო გადაიყვანონ ოფიციანტების და მომსახურე პერსონალის დონეზე!
- +

11 მარტი. 2016. 14:20


პედაგოგთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. ამ თემაზე „რეპორტიორს" ლექტორი ზაზა სიამაშვილი ესაუბრა, მისი თქმით, შეიძლება, ეს მართლაც მიზანმიმართულად კეთდება, რათა კიდევ უფრო მეტი სკოლა დაიხუროს, მეტი მასწავლებელი დარჩეს გარეთ და კიდევ უფრო მეტი უსწავლელი მოიყვანონ განათლების სამინისტროში.


„ყველაფერი 2003-2004 წლებში დაიწყო, ლომაიას რეფორმებით. ამის შემდეგ ხდებოდა მიზანმიმართული მეთოდური  ცვლილება, ოღონდ არა იდეოლოგიის და მეთოდების, არამედ მინისტრების. შემდეგ მოვიდნენ შაშკინი, გვარამია, ნოდია და მიდიოდა არამარტო საზოგადოების, არამედ განათლების სისტემის გათახსირება, შედეგად კი, აი, ასეთი ფაქტის წინაშე ვდგავართ.

 

მასწავლებლებს ასეთი შედეგი იმიტომ აქვთ, რომ სწავლება აღარ არის, გაუქმებულია კათედრები და ფაკულტეტები. მასწავლებელმა უნდა ისწავლოს, რათა შემდეგ მან შეძლოს, ასწავლოს ჩვენს შვილებს. სტუდენტს თუ არ ასწავლე, ის პედაგოგი ვერ გახდება და თუ მაინც შევა სკოლაში, ასეთივე შედეგს მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს. მოდის თაობა, რომელმაც გრამატიკა საერთოდ არ იცის და ეს იმიტომ, რომ გრამატიკის საათები ამოღებულია. დავაკვირდეთ, რა ქართულით მეტყველებენ ჟურნალისტები ტელევიზიებში, სკოლაში ქართული ლიტერატურაც კი აღარ ისწავლება ნორმალურად. ინგლისურიც კი, რომლის სპეციალისტი მე ვარ, ისწავლება მხოლოდ სურათებით, გაფერადებით და შევსებით, კროსვორდის დონეზე, არამარტო ინგლისური, ყველა უცხო ენა ასე ისწავლება.

 

შეიძლება ეს მართლაც მიზანმიმართულად კეთდება, რათა კიდევ უფრო მეტი სკოლა დაიხუროს, მეტი მასწავლებელი დარჩეს გარეთ და კიდევ უფრო მეტი უსწავლელი მოიყვანონ განათლების სამინისტროში. არ დარჩა სფერო, რომელიც არ გაათახსირეს.

 

ეს არის შეკვეთა, რომ საქართველო გადაიყვანონ ოფიციანტების და მომსახურე პერსონალის დონეზე. ეს იმის ინტერესებშია, ვინც სოროსმა გამოზარდა, რომელთა წარმომადგენლები არიან პარლამენტში, სამინისტროებში და მთავრობაში. უამრავი არასამთავრობოც მხოლოდ ამას ემსახურება", - განაცხადა სიამაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner