logo_geo
eng_logo
რომელი უფრო პატრიოტია – სააკაშვილი თუ ივანიშვილი? – ჟურნალისტის შეკითხვას ბიძინა ივანიშვილი პასუხობს
- +

9 სექტემბერი. 2016. 14:10



რომელი უფრო პატრიოტია - სააკაშვილი თუ ივანიშვილი - ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას უპასუხა:



სამშობლოზე ზრუნვაში უნდა შევჯიბროთ ერთმანეთს. სამშობლოს სიყვარულში გაჯიბრებას მე არ ვიკადრებდი საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან და არავის დავუმტკიცებდი, რომ მათზე მეტად მიყვარს ქვეყანა, თუმცა უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ქვეყანაზე ზრუნვის მინიმალური გამოვლინება უნდა მოახდინოს თითოეულმა და  ყველაზე ცოტა, არჩევნებზე მოვიდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner