რომელი უფრო პატრიოტია - სააკაშვილი თუ ივანიშვილი - ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას უპასუხა:
„სამშობლოზე ზრუნვაში უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს. სამშობლოს სიყვარულში გაჯიბრებას მე არ ვიკადრებდი საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან და არავის დავუმტკიცებდი, რომ მათზე მეტად მიყვარს ქვეყანა, თუმცა უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ქვეყანაზე ზრუნვის მინიმალური გამოვლინება უნდა მოახდინოს თითოეულმა და ყველაზე ცოტა, არჩევნებზე მოვიდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.