logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 16:56

 

 

პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილს პარლამენტში, სადაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

 

ბატონო ვახტანგ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგცემთ უფლებას, ასე ხელაღებით იძახოთ – „სასამართლო რომ გვქონდეს“. სასამართლო გვაქვს ამ ქვეყანაში და ამას შევეგუოთ. შეიძლება, ვინმე კამათობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ნაკლოვანება არსებობს სასამართლოში და ამას გასწორება სჭირდება, მაგრამ არაფრის დიდებით სწორი არ არის იმის თქმა, რომ არ გვაქვს სასამართლო. ამ პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს – კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა და არა აქ მყოფი ყველა კოლეგის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მანამდე, პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გან

 

აცხადა, რომ საქართველოში სასამართლო არაფერს წარმოადგენს და ის ბიუროკრატიის გაგრძელებაა.

 

იცით, რატომ გვაქვს პრობლემა თორმეტ პუნქტთან და სასამართლოსთან დაკავშირებით? რადგან სასამართლო არაფერს წარმოადგენს, არის ბიუროკრატიის გაგრძელება. იქ ადამიანები საკუთარ პრობლემებს არ არჩევენ. ქურდები იმიტომ გვყავს გაგდებული ამ ქვეყნიდან, რომ შემთხვევით, ვინმემ ადამიანებს შორის ნამდვილად არ გაარჩიოს საქმე, რამე კონფლიქტური – მნიშვნელობა არ აქვს, ხმაური იქნება თუ სამეზობლო ჩხუბი. მაქედან რომ გაქვთ ყოველგვარი ადამიანური გატანილი, სწორედ იმიტომ არის ეს პარლამენტი კლოუნადა, მორალზე არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ. ამიტომ არ მპასუხობთ იმის შესახებ, რა მოხდებოდა, ეს საქმეები სასამართლოს გადაეწყვიტა და არა ბლანკეტური 10 000-ლარიანი და 1 500-ლარიანი ჯარიმები შემოგეტანათ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner