logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების უფლება არ გააჩნია
- +

19 ოქტომბერი. 2023. 18:09

 

 

„საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით არ გააჩნია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების უფლება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„თუ პრეზიდენტი მოინდომეს რომელიმე პარტიაში გაერთიანებას, მაშინ არჩევნების წინ პრეზიდენტის თანამდებობიდან უნდა გადადგეს და შეუერთდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდ,ს ან ირიბად მოახდინოს ეს მხარდაჭერა, ისე რომ უშუალოდ არ იყოს ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესში“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

 

პოლიტიკურ კულუარებში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის სასარგებლოდ გააქტიურდება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიასთან ერთად ვიხილოთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner