logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ნებისმიერი ევროპული ქვეყანა კონსტიტუციაზე დგას. მათი პირველი პირები ვერც კი გაბედავენ რაიმე მსგავსი ნაბიჯი გადადგან, არათუ ისეთი დემონსტრაციული დარღვევა, როგორიც ქალბატონ სალომეს ჰქონდა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 18:11

 

 

„ქვეყნის შიგნით კონსტიტუცია თუ დაირღვევა, ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს საერთაშორისო დონეზე, რადგან ნებისმიერი ევროპული ქვეყანა კონსტიტუციაზე დგას. მათი პირველი პირები ვერც კი გაბედავენ საერთოდ რაიმე მსგავსი ნაბიჯი გადადგან არათუ ისეთი დემონსტრაციული დარღვევა როგორიც ქალბატონ სალომეს ჰქონდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ვფიქრობ, რომ ნებისმიერ თანამდებობის პირს მიზანმიმართულად კონსტიტუციის დარღვევა არ უნდა სურდეს. შეიძლება ეს ერთხელ შეემთხვა, შეიძლება ფიქრობდა, რომ სხვაგვარი შეფასება ექნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამას. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად უთხრა პრეზიდენტს, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და წესით მას არ უნდა გააჩნდეს სურვილი, რომ მეორედ ასე მოიქცეს. ქვეყნის შიგნით კონსტიტუცია თუ დაირღვევა, ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს საერთაშორისო დონეზე, რადგან ნებისმიერი ევროპული ქვეყანა კონსტიტუციაზე დგას. მათი პირველი პირები ვერც კი გაბედავენ საერთოდ რაიმე მსგავსი ნაბიჯი გადადგან, არათუ ისეთი დემონსტრაციული დარღვევა, როგორიც ქალბატონ სალომეს ჰქონდა“, - აღნიშნა დავითულიანმა.

 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner