logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: როდესაც დიდწილად მოლოდინია, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ქულების მოპოვება და ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების აქტივში ჩაწერა, თავის იმიჯზე მიწერა ახლა ყველა პოლიტიკურ პლატფორმას უნდა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 18:26

 

 

როდესაც დიდწილად მოლოდინია, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ქულების მოპოვება და ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების აქტივში ჩაწერა, თავის იმიჯზე მიწერა ახლა ყველა პოლიტიკურ პლატფორმას უნდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა. დავითულიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტში არ უპასუხა დასმულ კითხვას, ეკუთვნის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში. დავითულიანს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა ცდილობს, ევროპაში ვიზიტებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ქულები დაიწეროს. ეს იმ დროს, როდესაც ამ მიზნით ხელისუფლებამ ყველაფერი უკვე გააკეთა.

 

ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე უმეტესწილად პოზიტიური მოლოდინია. ქალბატონი სალომე სწორედ ამიტომ ცდილობდა, კონსტიტუციის დარღვევით ჩასულიყო იქ და ორი შედეგი წამოეღო. ერთი - თუ არ მოგვანიჭებდნენ, არ ვიცი, ეს მას აწყობდა თუ არა რამეში, ან მეორე, თუ მოგვანიჭებდნენ, პოლიტიკური ქულები მას ჩაეწერა სრულიად დაუმსახურებლად, რადგან წინა პერიოდში, როდესაც პირველ ჯერზე სრულიად უსამართლოდ არ მოგვანიჭეს ეს სტატუსი, ქალბატონი სალომეს აქტიურობა ამ მიზნით ჩვენ არ გვინახავს. ახლა, როდესაც ნახა, რომ პრაქტიკულად, გადაწყვეტილს ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდწილად მოლოდინია, რომ შეიძლება ეს სტატუსი მოგვანიჭონ, ქულების მოპოვება და ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების აქტივში ჩაწერა, თავის იმიჯზე მიწერა ყველა პოლიტიკურ პლატფორმას უნდა“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner