logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
- +

19 ოქტომბერი. 2023. 19:56

პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამართლებრივი სტატუსის და სოციალური დაცვის საკითხების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი მომზადდა.

 

 

კანონპროექტი, პირველი მოსმენით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

 

 

მომხსენებლის განცხადებით, დღეისათვის გარკვეული უთანასწორო მდგომარეობაა, რადგან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სოციალური და სამართლებრივი დაცვის ღონისძიებების იმ პაკეტით ვერ სარგებლობენ, რაც სისხლის სამართლის საგამოძიებო კომპეტენციის ორგანოების სხვა თანამშრომლებს გააჩნიათ.

 

 

წარმოდგენილი ინიციატივის მიღების შემთხვევაში კი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მიიღებენ როგორც წოდებრივ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, მათ ასევე მიეცემათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner