ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზის სექტორთან დისლოცირებულ ისრაელელ სამხედროებს განუცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის ბრძანება მალე გაიცემა.
„ახლა ღაზას შორიდან ხედავთ, მაგრამ ძალიან მალე შიგნიდან დაინახავთ. შესაბამისი ბრძანება გაიცემა“, - განაცხადა იოავ გალანტმა.