აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საზღვარგარეთ მყოფ ამერიკელებს მოუწოდა, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ამის მიზეზად უწყებაში თავდასხმების გაზრდილი ალბათობა დაასახელეს.
„მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის გამო, აშშ-ის მოქალაქეებისა და ინტერესების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“, - ნათქვამია განცხადებაში.