გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ისრაელსა და ღაზის სექტორს ორკვირიანი ჰუმანიტარული ზავის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ მხარეებს, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დაახლოებით ორი კვირით“, - განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ანტონიო გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, ღაზის სექტორში საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების დაუყოვნებლივი მიწოდება იყოს უზრუნველყოფილი.