logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყო, რომ ქვეყანა განაგრძობს ცხოვრებასა და ფუნქციონირებს კონსტიტუციური წესრიგის პირობებში
- +

19 ოქტომბერი. 2023. 23:21

"საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყო, რომ ქვეყანა განაგრძობს ცხოვრებასა და ფუნქციონირებს კონსტიტუციური წესრიგის პირობებში," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მძიმედ გვახსოვს, თუ სადამდე მიიყვანა ქვეყანა არაერთხელ კონსტიტუციის იგნორირებამ, უგულებელყოფამ და ისეთმა მიდგომამ, როდესაც ზოგიერთი ლიდერი თუ მათი მხარდამჭერები თვლიდნენ, რომ პოლიტიკოსების ნება, თუ მათ რა უნდოდათ და რა სურდათ გაეკეთებინათ, შეიძლება უფრო მაღლა მდგარიყო, ვიდრე კონსტიტუცია. ამან ქვეყანა მიიყვანა სამოქალაქო ომამდე, პოლიტიკურ კრიზისებამდე, დავკარგეთ ბევრი დრო და ბევრი ძვირფასი ადამიანი.

 

 

ეს აღარ უნდა განმეორებულიყო და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ძალიან მნიშვნელოვანი მისია და პასუხისმგებლობა იყო ის, რომ კონსტიტუციის იგნორირება ქვეყანას მძიმე პროცესებში დააბრუნებდა. დღეს თუ არა ხვალ ეს აუცილებლად მოხდებოდა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner