უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ისრაელმა თურქეთიდან ყველა დიპლომატი გაიწვია. ამის შესახებ ისრაელური მედია ორ თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.
დიპლომატებმა, მათ შორის ისრაელის ელჩმა ირიტ ლილიანმა უკვე დატოვეს თურქეთი.
ისრაელური მედიის ინფორმაციით, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს იორდანიაში, მაროკოსა და ბაჰრეინში ისრაელის საელჩოების თანამშრომლებმა.