"რუსული გადაწყვეტილება და ქცევა იყო ის, რაც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მოხდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და პირდაპირ ვიზიტის დროს, თვითმფრინავში გაათავისუფლა ის მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობიდან," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ვის სჯერა იმის, რომ ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს დავალებას, რომ დაიცვას კონსტიტუცია, როგორც ეს ხდება დასავლურ დემოკრატიებში. აშშ-ში, იტალიაში, ჩეხეთში, ლიეტუვაში და კიდევ არაერთ ქვეყანაში იყო იმპიჩმენტი ინიცირებული და სასამართლომ და პარლამენტმა ეს საკითხი განიხილეს. აქაც ეს ყველაფერი მოხდა დასავლური სტანდარტების დაცვით. ცოტა წარსულს რომ დავუბრუნდეთ: რუსული გადაწყვეტილება და ქცევა იყო ის, რაც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მოხდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და პირდაპირ ვიზიტის დროს, თვითმფრინავში გაათავისუფლა ის მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობიდან. აი, ეს არის რუსული მართვა. ჩვენთან ეს მოხდა დემოკრატიული კულტურის შესაბამისად. იმპიჩმენტის ინიცირება მოხდა კონსტიტუციის თანახმად, საკითხი განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებდა სასამართლო, ჩვენ პატივს ვცემდით და ჩვენთვის გახდებოდა ის სახელმძღვანელო“, - განაცხადა თალაკვაძემ.