logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ხელისგულზე იდო კონსტიტუციის პრინციპის დარღვევა. ევროპა არის ზუსტად ის, რაც მოხდა იმპიჩმენტთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკაში
- +

19 ოქტომბერი. 2023. 23:26

"ხელისგულზე იდო კონსტიტუციის პრინციპის დარღვევა. ევროპა არის ზუსტად ის, რაც მოხდას ამ იმპიჩმენტთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკაში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ევროპა არის წესების პატივისცემა.

 

 

„ევროპა არის კონსტიტუციის პატივისცემა. ევროპა არის წესების პატივისცემა. ევროპა არის ზუსტად ის, რაც მოხდას ამ იმპიჩმენტთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკაში და რა მოხდა? მოხდა ის, რომ გამოჩნდა, ქვეყანაში ხელისუფლება, სახელისუფლებო ძალაუფლება არის გამიჯნული, რომ ინსტიტუტები ერთმანეთთან შეიძლება დავაში შევიდნენ კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო, სადაც ამ დავის გარკვევა შეიძლება, როდესაც ვამბობ დავას, ეს ალბათ ყველაზე კორექტული ტერმინია, თუმცა აქ სადაც არ იყო ბევრი რამ, ვინაიდან ხელისგულზე იდო კონსტიტუციის პრინციპის დარღვევა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner