logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: უზრუნველყოფილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა
- +

9 სექტემბერი. 2016. 14:47


 

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც არაერთი რეფორმაა დაგეგმილი. ერთ-ერთი პუნქტი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმებს.

 

„უზრუნველყოფილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა როგორც მმართველი პარტიის, ისე სხვა პოლიტიკური ძალების გავლენისგან; საპარლამენტო კვოტის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის და სათანადო რეპუტაციის მქონე იურისტები", - ნათქვამია პროგრამაში.


ასევე იგეგმება პროკურატურის რეფორმა, რაც გულისხმობს საზოგადოების ჩართულობას დანაშაულის პრევენციის უზრუნველყოფის პროცესში. რეფორმის ფარგლებში გაგრძელდება პროკურორთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.


„პროკურატურა კვლავაც იფუნქციონირებს როგორც საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული სისტემა, რაც ბრალდებულთა და პროცესის მონაწილე სხვა მხარეთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. დანაშაულთან ბრძოლის სფეროში შემუშავდება ახალი მიდგომები, დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოვდება არსებული საგამოძიებო და საპროკურატორო პრაქტიკა. გაიზრდება საზოგადოების ჩართულობა დანაშაულის პრევენციის უზრუნველყოფის პროცესში. რიგითი პროკურორის დამოუკიდებულების უზრუნველყოფის მიზნით, დაიხვეწება პროკურორთა თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობის, გათავისუფლებისა და წახალისების (მ.შ. დაწინაურების) სისტემა; შემუშავდება პროკურორთა საქმიანობის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი შეფასების კრიტერიუმები; გაგრძელდება პროკურორთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები", - ნათქვამია „ქართული ოცნების" პროგრამაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner