"როდესაც მთავრობამ დაინახა, რომ ზურაბიშვილს თვითონ არ სჯეროდა, რომ საქართველო იმსახურებდა დღეს და უპირობოდ კანდიდატის სტატუსს, აღარ მისცა თანხმობა ვიზიტებზე," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, უსინდისობაა „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დაადანაშაულო რუსული საქმის კეთებაში.
„როდესაც მთავრობამ დაინახა, რომ ზურაბიშვილს თვითონ არ სჯეროდა, რომ საქართველო იმსახურებდა დღეს და უპირობოდ კანდიდატის სტატუსს, აღარ მისცა თანხმობა ვიზიტებზე და ამას ჰქონდა თავისი ლოგიკა. ეს ლოგიკა ბატონმა ირაკლი კობახიძემ ახსნა სასამართლოშიც და კიდევ უფრო ამომწურავად ახსნა პარლამენტში პოლიტიკურ განზომილებაში. ვფიქრობ, რომ თითოეული სიტყვა, რაც პარტიის თავმჯდომარემ იქ თქვა, იყო აბსოლუტურად არგუმენტირებული. ხაზი გავავლოთ და ჩამოვწეროთ, რა გააკეთა იმ ხალხმა, ვინც ჩვენ გვადანაშაულებს რაღაც პრორუსობასა და რუსული საქმის კეთებაში. ეს ხომ უსინდისობაა, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება დაადანაშაულო რუსული საქმის კეთებაში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.