logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ევროპაში, პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც არ უნდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, სალომე ზურაბიშვილმა ხელში მისცა ისეთი კონტრარგუმენტი, რომელსაც შეეძლო საქართველოს ევროინტეგრაცია მთლიანად დაებლოკა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 23:42

"ევროპაში, იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც არ უნდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, ამ ხალხს ხელში მისცა ისეთი კონტრარგუმენტი, რომელსაც შეეძლო მთლიანად დაებლოკა საქართველოს ევროინტეგრაცია," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, რამდენი ვიზიტი დაუდასტურა მთავრობამ პრეზიდენტს. პრემიერ-მინისტრი დადიოდა მაღალი დონის ვიზიტებში, პარლამენტის თავმჯდომარეც თავის კოლეგებს ხვდებოდა და პრეზიდენტიც დადიოდა ამ ვიზიტებში. ეს ყველაფერი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მაშინ, როდესაც თვითონ პრეზიდენტმა დააყენა საქართველოს ევროინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ. მან დასვა საკითხი ასე - საქართველომ სამართლიანად არ მიიღო კანდიდატის სტატუსიო, მერე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებსო“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner