logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტიც არანაკლებ მონდომებულია, რომ ეს მიღწევა ჩაითვალოს მის დამსახურებად, არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, როდესაც ვინმე ცდილობს, თვითონ აიღოს მესაკუთრეობა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
- +

20 ოქტომბერი. 2023. 00:10

"როგორც ჩანს, პრეზიდენტიც არანაკლებ მონდომებულია, რომ ეს მიღწევა ჩაითვალოს მის დამსახურებად. ჩემი აზრით, ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, როდესაც ვინმე ცდილობს, თვითონ აიღოს მესაკუთრეობა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ძირითადი სამუშაო საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეასრულა, ხოლო პრეზიდენტს შეეძლო ევროპელი კოლეგები დაერწმუნებინა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში.

 

 

„გინახავთ სადმე, „ქართული ოცნების" რომელიმე ლიდერს ეთქვას, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, თქვენ კი მიშლით ხელს, მაგრამ მე მაინც მოვუტან ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს?" - რა საჭიროა ასეთი ხმამაღალი განცხადებები, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ შენ, პრეზიდენტს, არ გაქვს არც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე და თან ძალიან კარგად იცი, რომ ამ საქმის უდიდესი ნაწილი შეასრულა სწორედ მთავრობამ ხალხის მხარდაჭერით. მთავრობამ და პარლამენტმა გააკეთეს ძირითადი საქმე ევროინტეგრაციის რეფორმებში - ამოიღეთ ნებისმიერი პუნქტი, ან გააკეთა მთავრობამ, ან გააკეთა პარლამენტმა საზოგადოების მხარდაჭერით. პრეზიდენტს რაც ჰქონდა ფუნქცია, რაც შეეძლო გაეკეთებინა, ეს იყო ერთადერთი, ჩასულიყო ევროპაში და აბსოლუტურად მტკიცედ ეთქვა ის, რაც ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა ევროპაში თქვეს მტკიცედ, რომ საქართველო დღეს და უპირობოდ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ბევრმა ისიც თქვა, რომ ერთი წლის წინაც იმსახურებდა საქართველო კანდიდატის სტატუსს და ამ ფონზე, როცა ჩვენი არჩეული პრეზიდენტი ევროპელებს ეუბნება, ქვეყანა არ იმსახურებს და სამართლიანი უარი იყო ნათქვამი, მერე ეუბნება, ფორმალურად ასრულებს ხელისუფლება ანუ, თქვენ გატყუებთო, ამას როცა ეუბნება, ბუნებრივია ეს ვეღარ იქნება საქართველოს ინტერესების სრულფასოვანი და გულწრფელი დაცვა" - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner