logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიაში“ ჯერ ასეთი სასტიკი ეპიზოდი არ მინახავს
- +

9 სექტემბერი. 2016. 14:53



ჟურნალისტი ზაზა დავითაია გაზეთ „ასავალ-დასავალში" გოგა ხაინდრავას ფილმის „ჰეროკრატიას" შესახებ საუბრისას იხსენებს ციხეში პატიმრების წამების შემთხვევებს.



„2016 წლის 27 აგვისტო დგას. დარბაზში ვზივარ და სულგანაბული ვუყურებ გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიას".

 

ისევ „სტოპ კადრი". ჩემი გონება 2011 წელში გადადის, როცა ყოველდღიურად ათობით ინფორმატორი მიკავშირდება და საპყრობილეში მისი ოჯახის წევრის სასტიკი წამების შესახებ მომითხრობს. მე ვკვდები და მაშინღა ვიბადები, როცა ამ წამების შესახებ უკვე სანდო ადვოკატების მიერ შემოწმებული ინფორმაცია „ასავალ-დასავალში", ცხელი ხაზის რუბრიკაში ქვეყნდება. ვიბადები, როცა ამ პუბლიკაციების შედეგად სიკვდილს გადარჩენილი პატიმრების ოჯახის წევრები მადლობის გადასახდელად მიკავშირდებიან და მლოცავენ!

 

2011 წელია. ჯერ ისევ მძვინვარებს რეჟიმი! მიკავშირდება ნონო არქანია, აღელვებული მომითხრობს, რომ მისი ძმა მალხაზ არქანია ახლახან დაიჭირეს და გაუპატიურების მუქარით ტერაქტის აღიარებას აიძულებენ. იმასაც ვიგებ, რომ გაუპატიურების არიდება მისმა ძმამ მხოლოდ იმით შეძლო, რომ თავი ბეტონის იატაკს ურტყა და გონება დაკარგა! ამგვარად, ქართულ მედიაში პირველად ქვეყნდება ინფორმაცია პატიმრის გაუპატიურების მცდელობის შესახებ, რაზეც მოგვიანებით  მთელი მსოფლიო ალაპარაკდება, მაგრამ იმ პერიოდში მალხაზ არქანია სწორედ „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულმა დის ინტერვიუმ იხსნა! მალხაზი გადარჩა და მეც დავიბადე! მაგრამ ისევ მოვკვდი, როცა ადვოკატმა ლექსო არქანიამ მიამბო მისი დაცვის ქვეშ მყოფი ელდარ ქობალიას წამებით სიკვდილის შესახებ! ის მაინც მოვახერხეთ, რომ პუბლიკაციის შედეგად ოჯახს გადასცეს ციხიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული და მერე უპატრონოთა სასაფლაოზე დასაფლავებული სასტიკად ნაწამები ელდარის ცხედარი, რომლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად მნახველებმა ახალი შოკი მიიღეს - გარდაცვლილს ცემისგან ქუსლის ძვლები და რამდენიმე ნეკნი ჰქონდა დამსხვრეული, ასევე შუბლის ძვალი - გატეხილი!

 

არა... გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიაში" ჯერ ასეთი სასტიკი ეპიზოდი არ მინახავს. ეს ის მომენტია, როცა რეალობა უფრო საზარელია, ვიდრე ამ რეალობის ამსახველი მხატვრული ფილმის პასაჟები!" - წერს ზაზა დავითაია „ასავალ-დასავალში".


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner