logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატმა 97 ხმით არცერთის წინააღმდეგ ისრაელის მხარდამჭერი სიმბოლური რეზოლუცია მიიღო
- +

20 ოქტომბერი. 2023. 00:33

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა სიმბოლურ რეზოლუციას, რომელშიც გამოთქმულია მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.

 

 

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 97-მა სენატორმა, წინაღმდეგი არავინ იყო. დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი.

 

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner