logo_geo
eng_logo
ვალერი კვარაცხელია: C ჰეპატიტიანი პაციენტების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 90%-ია
- +

9 სექტემბერი. 2016. 14:55



„თბილისში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გავაკეთეთ, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.  21 500-მდე პაციენტია დარეგისტრირებული. უფრო დიდი მსგავსი ცენტრი კეთდება სამეგრელოს რეგიონში, რომელიც ოქტომბრის თვეში, ზუგდიდში გაიხსნება",- ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ „რეპორტიორთან" ისაუბრა.


 

კვარაცხელიას განცხადებით, C ჰეპატიტზე 20 374 პაციენტი მკურნალობს. 9 600-მდე პაციენტმა  მკურნალობა დაასრულა, ხოლო გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 90%-ია.

 

 

„დღევანდელი მონაცემებით, C ჰეპატიტზე 20 374 პაციენტი მკურნალობს. 9 600-მდე პაციენტმა  მკურნალობა დაასრულა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 90%-ია, რაც ძალიან მაღალია. კომპანია „Gilead"-თან როდესაც ხელშეკრულებას ვდებდით, ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ წელიწადში დაახლოებით 25 000-დან 30 00-მდე პაციენტს ვუმკურნალებდით. მედიკამენტებს კომპანია სრულიად უფასოდ გვაწვდის, თუმცა ხარჯები მაინც აქვს C ჰეპატიტის პროგრამას. ზოგიერთ შემთხვევაში არის ისეთი რეჟიმები, როდესაც სხვა პრეპარატები სჭირდება, გარდა „ინტერფერონის" და „რიბოვერინისა", რომლის ყიდვაც აიღო სახელმწიფომ თავის თავზე. ასევე ვაფინანსებთ გამოკვლევებს, 70%-ს ვუფინანსებთ უმწეოებს, დანარჩენ 30%-ს თვითმმართველობითი ორგანოები აფინანსებენ",- განაცხადა კვარაცხელიამ.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner