„მინდა გითხრათ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით - „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“ და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, საჯარო სივრცეში ტელეკამერების წინ ავრცელებენ“, - ასე უპასუხა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რა ეტაპზეა გამოძიება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეს ეხება.
„ის, რაც თქვენთვის გახდა ცნობილი საჯარო განცხადებებისა და ბრიფინგების ფონზე, მათ შორის გამოქვეყნებული ვიდეო და აუდიო მასალების მხოლოდ მცირე ნაწილის ფონზე, სიახლე არის ის, რომ საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება. აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლების დაცვით.
მინდა სიახლე გითხრათ ის, რომ ვერავინ შეძლო ამ ტექსტების [ვიდეო და აუდიო ჩანაწერების] ავთენტიკურობის ეჭვქვეშ დაყენება, ვინაიდან, მიუხედავად ამ მცირე ნაწილსა, 8 - წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა არის რამდენიმე საათიანი, 8-9 საათიანი, რომლის ფიზიკურად ჩვენება წარმოუდგენელია, ასევე, ამჯერად, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი. მინდა გითხრათ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით - „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“ და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, საჯარო სივრცეში ტელეკამერების წინ ავრცელებენ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ამით სურს, თუ არა სუს-ს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მწერლები, ხელოვანები ქვეყანაში გადატრიალებას აპირებდნენ.
„მე არაფერს ვამტკიცებ, ამას დაამტკიცებს გამოძიება და თუ დაამტკიცებს, მათი ბრალეულობის შესახებ, შეიძლება, იმსჯელოს სასამართლომ. იცით, რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები და ა.შ. მწერალიც შეიძლება, თუმცა მწერლებიც გასარკვევია, ახლა, ვინ, რას წერს და ვინ მწერალია და ვინ პოეტია, ვერ გაიგებ. რევოლუციონერი გინახავთ რაიმე პროფესიას რომ ამთავრებდეს, სპეციალობებს? ან რისკიანი სპეციალობების ხალხი იყვნენ რევოლუციების მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიის ადამიანები არ იყვნენ, ამის მტკიცება არის აბსოლუტური სიგიჟე. კარგად შეგახსენებთ, 18 სექტემბერს მოხდა პირველი ბრიფინგი სუს-ის მხრიდან,სადაც ჩვენ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ შესაძლო სცენარის შესახებ, სადაც სცენარის ერთ ნაწილში მოიაზრებოდა ზუსტად ამ ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდა ჯგუფების დატრენინგება. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ერთი კვირის თავზე, 25 რიცხვში, ეს რეალობაში სისრულეში მოიყვანეს ზუსტად იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა“ ,- განაცხადა ლილუაშვილმა.