logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: ეს ის ხალხია, რომელსაც თავისი ქვეყანა ყველაზე წარუმატებლად მიაჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიულ არჩევნებს აგებს და არჩევნების გვერდის ავლით უნდა, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში
- +

20 ოქტომბერი. 2023. 11:34

 

 

ეს ის ხალხია, რომელსაც თავისი ქვეყანა ყველაზე წარუმატებლად მიაჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიულ არჩევნებს აგებს და არჩევნების გვერდის ავლით უნდა, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

არიან ძალები, რომლებსაც არც ეს [ვიზალიბერალიზაციის შესრულების] ანგარიში მოეწონებათ. არიან ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდეს ევროინტეგრაციის კუთხით. არც კანდიდატის სტატუსი უნდათ და ამასაც ბლოკავდნენ. ეს ის ხალხია, რომელსაც თავისი ქვეყანა ყველაზე წარუმატებლად მიაჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიულ არჩევნებს აგებს და არჩევნების გვერდის ავლით უნდა, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ამ დესტაბილიზაციისთვის შანსს არ უშვებს, რომ მოატყუოს საზოგადოება“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

 

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner