logo_geo
eng_logo
ქალაქ ოზურგეთში მდინარის გამტარი არხების კალაპოტები იწმინდება
- +

20 ოქტომბერი. 2023. 12:01

 

 

ქალაქ ოზურგეთში მდინარის გამტარი არხების კალაპოტები იწმინდება. სამუშაოებში ჩართულია მერიის მომსახურების ცენტრი და სპეციალური ტექნიკა.

 

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანმიმდევრულად ვაკეთებთ რეაგირებას სტიქიით გამოწვეულ პრობლემებზე. ამჯერად, ქალაქში  იწმინდება მდინარის გამტარი არხების კალაპოტები. ადგილზე მუშაობენ მერიის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები და სპეციალური ტექნიკა. სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და თანამოქალაქეების დახმარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner