logo_geo
eng_logo
კასპში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

20 ოქტომბერი. 2023. 12:01

 

 

ქალაქ კასპში გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

 

ჩასატარებელ სამუშაოებში შედის, როგორც შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე გარე სამუშაოები.

 

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ საგამოფენო ოთახს და დერეფანს. გაილესება და შეიღებება კედლები, მოეწყობა ლამინირებული იატაკი, სველ წერტილები და ჭერი.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარე ინტერიერის, კერძოდ აივნის გადახურვის კონსტრუქციის მოწყობა და აივნის ს ზედაპირის განახლება.

 

მიმდინარე სამუშაოს, რომლის ბიუჯეტი 82 670 ლარია, ი/მ ჯემალ ჭოველიძე ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner