logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ჯერ უკრაინის, ხოლო ამჟამად ისრაელის ომზე მიმდინარეობს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გამდიდრება
- +

20 ოქტომბერი. 2023. 12:10

 

 

„აშშ-ის „რესპუბლიკელები“ ღიად ადანაშაულებენ „დემოკრატებს“ პალესტინასთან თანამშრომლობაში, ამიტომ კითხვებს ბადებს, რა მიზნით იყო ჩასული ბაიდენი თელ-ავივში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ქართველიშვილის თქმით, დემოკრატიული პარტიის ამოცანებში შედის ფეთქებადსაშიშ რეგიონში დაამყარონ კონტროლირებადი ქაოსი და არამდგრადი მშვიდობა, პარალელურად საკუთარი ფონდების გამდიდრების მიზნით იქაურობის შეიარაღებით გადავსების გზით.

 

„ჩემი თავდაპირველი არა საექსპერტო, არამედ ანალიტიკური ვარაუდი, რომ ისრაელის პრემიერი მოახვედრეს ხაფანგში, დასტურდება მრავალი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებით. ამერიკაში კვლავ შეგვახსენა თავი მოძრაობა BLM-მ, რომელიც „დემოკრატების“ ლობირებით შეიქმნა და დღეს ოფიციალურად უჭერს მხარს პალესტინას. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ოფიციალური მხარდაჭერაც პალესტინის მხარეზე უფროა, ვიდრე ისრაელის BLM-ს „რუსულ პროექტად“ რატომღაც არ მოიხსენიებენ. აშშ-ის „რესპუბლიკელები“ ღიად ადანაშაულებენ „დემოკრატებს“ პალესტინასთან თანამშრომლობაში, ამიტომ კითხვებს ბადებს, რა მიზნით იყო ჩასული ბაიდენი თელ-ავივში. „რესპუბლიკელებს“ ამაზეც აქვთ პასუხი გაცემული: 1) ნეთანიაჰუს ჩასაძირად და 2) ფულის საკეთებლად. პანდემიის პერიოდში სწორედ „დემოკრატებმა“ უსაშველოდ გაამდიდრეს ქვეყნის ფარმაინდუსტრია. ჯერ უკრაინის, ხოლო ამჟამად ისრაელის ომზე მიმდინარეობს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გამდიდრება.

 

შეიარაღებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხების მოძიებას ბაიდენის ადმინისტრაცია მშვიდობისმყოფელების მანტიით შემოსილი ცდილობს: უკრაინაში და ამჟამად ისრაელში მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დიდი ოდენობით იარაღის მიწოდება. გენიალური ლოგიკაა. მედიაში უკვე ჩნდება ინფორმაცია, რომ პალესტინელთა საცავებში თავის გამოყენების ჟამს ელოდება უკრაინისთვის განკუთვნილი 100 ათასი რაკეტა ზედ დატანილი ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებით.

 

ბენიამინ ნეთანიაჰუ ასეთი სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგია. ის კარგად ხვდება, რა ხაფანგში მოახვედრეს, მაგრამ უკიდურესობამდე დამარცხებულის როლში არ სურს პოლიტიკური ისტორიიდან გაქრობა. ამიტომაც სურს „გედის სიმღერად“ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება. მაგრამ კაპიტოლიუმის პრო-პალესტინელი ებრაელები მას ამის გაკეთებაზე ნებართვას არ აძლევენ. დემოკრატიული პარტიის ამოცანებში შედის, ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში დაამყარონ კონტროლირებადი ქაოსი და არამდგრადი მშვიდობა, პარალელურად საკუთარი ფონდების გამდიდრების მიზნით იქაურობის შეიარაღებით გადავსების გზით. და რა თქმა უნდა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოცილებით, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდნენ“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner