“ჩვენ ვართ ისტორიის ძალიან სერიოზულ ეტაპზე, ვინაიდან ეს არ არის ცალმხრივი თანამშრომლობა, შუა დერეფნის თემა არის საგანგებოდ აქტუალური მთელი მსოფლიოსთვის”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენი ხედვა მომავალი მსოფლიო არქიტექტურის უკავშირდება მშვიდობას. რა არის იმაში გასაკვირი, რომ ევროპას ჩინეთთან ურთიერთობის თემა მეორე პლანზე არ გადაუწევია? ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი დელეგაციები იყვნენ ჩასული, პლუს კონგრესმენებიც ჩავიდნენ. მსოფლიოში ყველაფერი დალაგებული არ არის, მაგრამ ჩვენ ვართ ისტორიის ძალიან სერიოზულ ეტაპზე, ვინაიდან ეს არ არის ცალმხრივი თანამშრომლობა. შუა დერეფნის თემა არის საგანგებოდ აქტუალური მთელი მსოფლიოსათვის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარდგება. ილია დარჩიაშვილს კითხვებით „რეფორმების ჯგუფმა“ მიმართა. შეკითხვები საქართველო-ჩინეთის პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხება.